მოსმენა კონგრესში

15:11, 30.04.2026

აშშ-ის ომის მდივანმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე ირანთან მიმდინარე ომის მოწინააღმდეგეები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ადმინისტრაციის კრიტიკოსი კანონმდებლები – „ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები“ არიან. პიტ ჰეგსეტი არ ეთანხმება „დემოკრატების“ კრიტიკას, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკელები „ჩიხში“ შეიყვანა. მისივე თქმით, კრიტიკა ისმის მაშინ, როდესაც კონფლიქტის დაწყებიდან მხოლოდ ორი თვეა გასული და დიდი წარმატებაა მიღწეული. პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ ეს პერიოდი გაცილებით ხანმოკლეა, ვიდრე ერაყის, ავღანეთისა და ვიეტნამის ომები. შეგახსენებთ, რომ პიტ ჰეგსეტი ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ კონგრესის წინაშე პირველად გამოვიდა.

მსგავსი