„სიმართლეს არ შეესაბამება, რომ სანქციები უსარგებლოა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ წევრ ქვეყნებს, რომ რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები, განსაკუთრებით, მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებსა და ყველაფერზე, რასაც ვხედავთ საქართველოში“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. იუკნევიჩიემ აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი, სამართლიანი არჩევნები, სანქციები და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ლაშა ბუღაძე, ბექა ყორშია, ქეთი ქერაშვილი.