მოსკოვი დიზელის ექსპორტზე შეზღუდვას ახანგრძლივებს

12:21, 30.08.2026

უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების ფონზე, მოსკოვმა დიზელის ექსპორტზე შეზღუდვა 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იტყობინება. რუსეთში განმარტავენ, რომ ექსპორტის შეზღუდვის გახანგრძლივება ქვეყნის შიდა ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება. როგორც გამოცემა წერს, აგვისტოს დასაწყისიდან უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სულ მცირე, 21 ეფექტური დარტყმა განახორციელა. თავდასხმებმა რუსეთის რეგიონებში საწვავის დეფიციტი გამოიწვია. მანამდე რუსეთი მსოფლიოში დიზელის მიწოდების დაახლოებით 10%-ს უზრუნველყოფდა.

მსგავსი