მოსამართლეთა შერჩევის წესი - განხილვა პარლამენტში

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების და ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე არ დაბრუნდება.

მმართველი გუნდი მომდევნო კვირაში დოკუმენტის მესამე მოსმენით კენჭისყრას გეგმავს. პროექტის მიმართ საკუთარი შენიშვნები ოპონენტებმა ამჯერად იურიდიულ კომიტეტში გამოთქვეს, სადაც სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

პოლიტიკური მხარეები ისევ ვერ თანხმდებიან, აისახა თუ არა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უმრავლესობის კანონპროექტის ბოლო ვერსიაში სრულად.

სკეპტიციზმია მესამე სექტორშიც. არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებს და პროცედურებს იუსტიციის საბჭოს ინტერესებზე მორგებულად მიიჩნევს.

დატოვე კომენტარი