უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხი კვლავ პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ოპოზიციის პროტესტსა და მათ მოლოდინებს პარტნიორების მხრიდან სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, პრემიერი სპეკულაციას უწოდებს და პრორუსულ პოლიტიკას უკავშირებს.
რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკულ განცხადებებს, ირაკლი ღარიბაშვილი მეტი კომუნიკაციის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ გაუგებრობა აუცილებლად აღმოიფხვრება. დღეს ამერიკის ელჩმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა.
თამარ წიკლაურის სიუჟეტი.