უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურებზე მსჯელობას პარლამენტი, სავარაუდოდ, 10 დღეში დაიწყებს. სადავო სიის წევრებს იურიდიულ კომიტეტში უნდა მოუსმინონ. სწორედ მოსამართლეობის მსურველთა სია იყო ბოლო პერიოდში ყველაზე სადავო თემა და დაპირისპირების საგანი როგორც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, ისე თავად მმართველ გუნდში.
ჯერ კიდევ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის 20 მსურველის შერჩევამდე გახდნენ კანდიდატები სახელისუფლებო გუნდში განხეთქილებისა და რამდენიმე დეპუტატების „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი. სასამართლო სისიტემაში ე.წ. კლანის არსებობა – ეს არის 20-კაციანი სიის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი.