მოსამართლეების ერთობლივი განცხადება 

პარლამენტში კიდევ ერთი სადავო საკითხის განხილვა იწყება.

დეპუტატებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ ცხრა კანდიდატს უნდა მოუსმინონ, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორი კვირის წინ შეარჩია და დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა. ოპოზიციური პარტიების, საერთაშორისო პარტნიორების და მესამე სექტორის მოწოდებების მიუხედავად, მმართველი გუნდი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას არ აპირებს. პროცედურის გადასავადებლად ყველა პოლიტიკური ბერკეტის გამოყენებით იმუქრებიან ხელისუფლების ოპონენტები. ბოლო დღეებში სასამართლო კორპუსზე გაკეთებულ მწვავე განცხადებებს პოლიტიკურად მოტივირებულ და მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აცხადებენ მოსამართლეები, რომლებიც ბრალდებებს დღეს გამოქვეყნებული ერთობლივი მიმართვით პასუხობენ.