მოსამართლეების დანიშვნა - ეუთო/ოდირის ახალი დასკვნა

სწორედ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ სასამართლო რეფორმას ეძღვნება ეუთო/ოდირის ახალი დასკვნა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას ნეგატიურად აფასებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ივნისის ბოლოს წარდგენილი კანდიდატურების განხილვის საპარლამენტო პროცესის მიმართ ორგანიზაციას არაერთი შენიშვნა და პრეტენზია აქვს. პროცესის მონიტორინგი ეუთო/ოდირმა სახალხო დამცველის ინიციატივით ჩაატარა.

დასკვნაში ხაზგასმულია, რომ უმაღლესი ინსტანციისთვის ექვსი ახალი მოსამართლის შერჩევა 19 აპრილის აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. თავის დროზე ამ პროცესის შეჩერებას აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებიც ითხოვდნენ. დაარღვია თუ არა ერთი თვის წინ ექვსი ახალი მოსამართლის უვადოდ არჩევამ მიშელის შეთანხმება – ამ თემაზე პოლიტიკური სპექტრი დღემდე ვერ თანხმდება.