მოსამართლეების დამტკიცების პროცესი 

საარჩევნო რეფორმისგან გასხვავებით, დაპირისპირება და ვნებათაღელვა ყოველდღე იზრდება სასამართლო რეფორმის საკითხის გარშემო.

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს უნდობლობას სახალხო დამცველი უცხადებს. ომბუდსმენი კანდიდატურების განხილვის პროცესში ჩართვაზე უარს ამბობს. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მოსამართლეების არჩევის წესის რეფორმირების პროცესში მმართველმა გუნდმა არც მისი და არც საერთაშორისო რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. არგუმენტები გაუგებარია „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც სახალხო დამცველს საკუთარი უფლებამოსილების შესრულებისკენ მოუწოდებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 17 ივნისს არჩეული და პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილი ცხრა კანდიდატის მოსმენას პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყებს. შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევის მოტივით ოპოზიცია პროცესის შესაჩერებლად ყველა პოლიტიკური ბერკეტის გამოყენებას აპირებს.

დატოვე კომენტარი