მოსახლეობის საყოველთაო აღწერა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის 2 ოქტომბრიდან, 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში თბილისში მოსახლეობის შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება დაიწყო.
პირველი ეტაპის სამუშაოები არსებული შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრებთა სიითი შემადგენლობის განსაზღვრას გულისხმობს. პირველ ეტაპზე სამუშაოები სამგორის, კრწანისისა და ნაძალადევის რაიონებში დაიწყო. პროცესი დეკემბრის პირველ ნახევრამდე გაგრძელება და თბილისის ყველა რაიონს მოიცავს.
საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა.