მოსახლეობის მოთხოვნა
ინფრასტრუქტურული პრობლემები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში – სოფელ შონიეთის მოსახლეობა სანიაღვრე სისტემის მოწყობასა და საავტომობილო გზების მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, უხვი ნალექის დროს საკარმიდამო ნაკვეთები იტბორება, ძლიერი წვიმის შემდეგ კი, სასმელი წყალიც გამოუსადეგარია. მუნიციპალიტეტის მერიაში პრობლემას იცნობენ, თუმცა განმარტავენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყველა საჭიროების უზრუნველყოფა ერთდროულად ვერ ხერხდება.