მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.

მილტონ ჰეიგის გუნდი იაპონიაში გამგზავრებამდე თბილისში ორ ტესტ-მატჩს გამართავს.

27 აგვისტოს ბორჯღალოსნები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთ აფრიკულ კლუბს შეხვდება. 31 აგვისტოს კი „დინამო არენაზე“ მნიშვნელოვან დაპირისპირებას შოტლანდიის ძირითად გუნდთან ჩაატარებს.

დღეს მილტონ ჰეიგის გუნდმა შევარდენის სარაგბო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა.

დატოვე კომენტარი