„მოქალაქეობის შესახებ“კანონში შესატანი ცვლილებების განიხილვა
პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. მიზანი კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაა. რადგან კონსტიტუციის ახალი რედაქციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აღარ გახდება საქათველოს მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის საფუძველი.
„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის“ მიერ მომზადებულ პაკეტში აღნიშნულია, რომ მოქალაქეობა-დაკარგულ პირებს, შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკას, ცვლილებების ის ნაწილი იწვევს, რომლის მიხედვითაც, იცვლება პრეზიდენტის კომპეტენცია. პრეზიდენტს აღარ ექნება საშუალება შეარჩიოს სერვისების განვითარების სააგენტოში შექმნილი საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა კომისია და განსაზღვროს ამ კომისიის მუშაობის წესი. გარდა ამისა, პრეზიდენტს ეზღუდება დაჩქარებული წესით მოქალაქეობის მინიჭების უფლება.