მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან

აშშ-ში იმედი აქვთ, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა.

მისივე თქმით, თუ „თალიბები“ ხელს შეუშლიან ევაკუაციის ოპერაციას, აშშ მათ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს. მისივე განცხადებით, ამერიკელების ევაკუაციის პროცესი ბევრ რისკს მოიცავს და ერთ-ერთი მათგანი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწფოს“ მხრიდან ავღანეთში ტერაქტების განხორციელების საფრთხეა.

ამასთან, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის პროცესის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 20 აგვისტოს კიდევ ერთხელ გააკეთებს სპეციალურ განცხადებას.