მოქალაქეები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერის სურვილმა დღეს, ექიმები, მისი ახლობლები, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები გააერთიანა. აქციის მონაწილეები დედაქალაქში, ელბაქიძის აღმართზე შეიკრიბნენ. მოგვიანებით კი, ავტობუსებისა და ავტომანქანების კოლონა, თბილისიდან საოკუპაციო ხაზისკენ დაიძრა.

აქტივობას დილიდან შეუერთდნენ ბაიკერებიც. სოლიდარობის აქცია სოციალური ქსელით, ოჯახის ორგანიზებით დაიგეგმა. უკვე თვეზე მეტია, მედიკოსი ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროშია. მომდევნო ე.წ. სასამართლო პროცესი კი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს დე ფაქტო რეჟიმი, ჯერჯერობით უცნობია.