მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის წარდგენა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტი დაათვალიერა და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს წარუდგინა. შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები განიხილა. მან ასევე მომსახურების სააგენტოს ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო იმ სერვისებს, რომელსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს.