მომსახურების სააგენტო მუშაობას ანახლებს

პანდემიის გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოც და მოქალაქეებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება. ფუნქციონირებას განაგრძობს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები. „პირველი თებერვლიდან, მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა. თუმცა თეორიულ გამოცდაზე გასვლა ჯერ ისევ შეუძლებელია. განახლდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და ასევე სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია, ჩაბარებული გამოცდის შემთხვევაში.

მოამბე