მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მართვის მოწმობებთან დაკავშირებით აფრთხილებს

მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს. 2006 წლის პირველ აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის პირველ აპრილამდე.

ასევე აღსანიშნავია, რომ იმ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლის პირველ აპრილამდე, თუმცა შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და არ არის საჭირო მათი გამოცვლა. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქემ პირველ აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვა შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის პირველ აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.