მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. იმართება IV საერთაშორისო კვირეული. გახსნის ღონისძიებას 200-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის – აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და დარგის ექსპერტები. მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა. კვირეულის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.