„მომავლის თასი“

საფეხბურთო ტურნირი, „მომავლის თასი“ დასრულდა.

შეჯიბრი ტრაგიკულად გარდაცვლილი 10 წლის ფეხბურთელის ივა ჭელიძის ხსოვნის პატივსაცემად უკვე მეათედ ჩატარდა. ფინალში ერთმანეთს თბილისის „სანზონა“ და „ბათუმის“ გუნდი დაუპირისპირდნენ. მატჩი ბათუმელების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. ტურნირის გამორჩეული მოთამაშეები სპეციალური მედლებით, თასებით და ფულადი პრიზებით ვეტერანმა ფეხბურთელებმა დააჯილდოეს.