კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კონსენსუსის მისაღწევად ნაბიჯები გადადგმულია. მმართველ გუნდში დისკუსიის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა, ამბობენ, რომ ახალა ჯერი ოპოზიციის გადაწყვეტილებაზეა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, მათ სამართლიანი არგუმენტები და პოზიციები აქვთ.