მოლაპარაკების პერსპექტივა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

ნიკა მელიას გათავისუფლება ოპოზიციის ერთი ნაწილის მთავარ მოთხოვნად რჩება მოლაპარაკების პროცესში. მათი განცხადებით, ხუთპუნქტიან გეგმაში რიგგარეშე არჩევნებისა და ე.წ. პოლიტპატიმრების ჩაწერა აუცილებელია. ცალკეული პარტიების ლიდერები კი ამბობენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებების პროცესში გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად მიიღონ. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ვერ შედგა, უკვე ვიცით, რომ პარტია „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების მისაღწევად ალტერნატიულ, შვიდპუნქტიან გეგმას განიხილავს.

მოამბე