მოლაპარაკების მესამე რაუნდის მოლოდინი

თითქმის ერთი საათია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები მორიგი კონსულტაციებისთვის „ლელოს“ ოფისში არიან შეკრებილები. მოთხოვნათა პაკეტის შემუშავების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტები ახლა საპასუხო წინადადებას მმართველი პარტიისაგან ელოდებიან. საჯარო განცხადებებში პოლიტიკური კონკურენტები დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა შეხვედრის თარიღი ამ დრომდე შეთანხმებული არ არის.

როგორია ოპოზიციის მოლოდინი, როდის შედგება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი? – სალომე ქოქიაშვილი იმყოფება „ლელოს“ ოფისთან.