ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პერსპექტივა

გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით დიალოგის მესამე რაუნდი, კვლავ უცნობია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მელია-რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები ორი მთავარი საკითხია, რის გარეშეც კონსენსუსი ვერ შედგება.

მმართველი გუნდის ოპონენტები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზაობას გამოთქვამენ, თუმცა, ტაქტიკასა და მოთხოვნებს არ ცვლიან და საპროტესტო აქციებისთვის იწყებენ მზადებას. „გირჩში“ კი აცხადებენ, რომ გაუგებარია ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციები კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის შემდეგ.