მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებზე

21:38, 16.02.2026

ომანის შემდეგ შვეიცარია. ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპს ამჯერად ევროპა უმასპინძლებს. ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალების მობილიზების ფონზე ხვალ ჟენევაში მორიგი არაპირდაპირი მოლაპარაკებები იგეგმება, რომლის შუამავალი ისევ ომანია. შეხვედრის მორიგ რაუნდამდე ირანის მთავრობის წარმომადგენლების პოზიციაა, რომ თეირანს სამართლიანი და თანასწორი შეთანხმება და საერთაშორისო სანქციებისგან გათავისუფლება სურს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიის და ომანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე შვეიცარიაში მყოფ სხვა ოფიციალურ პირებთან გეგმავს შეხვედრებს. დათანხმდება თუ არა თეირანი ურანის გამდიდრების შეზღუდვას – მოლაპარაკებების სირთულეს ადასტურებს, თუმცა დიპლომატიური ძალისხმევით შეთანხმების მიღწევის იმედს არ კარგავს ვაშინგტონიც, მაგრამ ირანის წინააღმდეგ სამხედრო სცენარი კვლავ განიხილება.

მსგავსი