მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით

ოპოზიცია მეხუთე თვეა, მოთხოვნებს არ თმობს. ვადამდელი არჩევნები და დაკავებული პირების გათავისუფლება მათთვის შეუცვლელია. თუმცა, მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა მოლაპარაკება არის უალტერნატივო, ულტიმატუმით შედეგი არ მიიღწევა.