მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე, ბაქოში ქართული და აზერბაიჯანული მხარეები შეხვედრას მართავენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკება ხვალაც გაგრძელდება. ქართულ მხარეს,  სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ახალი ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია მეთაურობს. კომისია, რომლის შემადგენლობაც 20 წევრით განისაზღვრა, პრემიერ-მინისტრმა 10 მაისს დაამტკიცა. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე, სამთავრობო კომისია 1996 წლიდან მუშაობს. ამ დროისთვის დასაზუსტებელია ტერიტორიის 30%, მათ შორის, განსაკუთრებული დავის საგანი ის ტერიტორიაა, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.