აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რომ შეხვედრა შედგეს, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ და ირანი ერთმანეთს მომავალ კვირაში შეხვდებიან. თუმცა პარალელურად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ თეირანს არ აქვს გეგმები შეერთებულ შტატებთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ. აბას არაღჩის თქმით, მათ ამერიკელებთან ურთიერთობის უარყოფითი გამოცდილება გააჩნიათ.