მოკვლევა USAID-ის პროგრამების გარშემო

ქველმოქმედება ამერიკის სახელით თუ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა.

შტატებში „იუესეიდის“ საქმიანობასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. სწორედ ამ მოკვლევის ფარგლებში უნდა დადგინდეს რაში იხარჯებოდა ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა თანხები. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც ახლა „იუესეიდის“ დროებითი ხელმძღვანელიცაა პირდაპირ აცხადებს, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. მათ შორის ისმის ბრალდებები „იუესეიდის“ მხრიდან სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკის საზიანო ქმედებების განხორციელებაზეც.

იუესეიდის“ გარშემო განვითარებულ პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან „ქართულ ოცნებაში“. მმართველი პარტია, რომელიც საქართველში უცხოელი დონორების მიერ გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საკმაოდ ხშირად საუბრობს. შტატების ახალი ადმინიტრაციის განცხადებების გათვალისწინებით აცხადებს, რომ „იუესეიდის“ ფინანსები ქვეყანაში არეულობის მოწყობისკენ იყო მიმართული.