მოკლემეტრაჟიანი ფილმების ინტერნეტ-ფესტივალი

„კოვიდ-19“-მა კინო-სფეროში ახალ ფესტივალს დაუდო სათავე.

კარანტინის დროს ქართველმა და უცხოელმა რეჟისორებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები გადაიღეს და ვირტუალურ საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინეს, რომლის დაარსებისკენ ქართველ ორგანიზატორებს სწორედ პანდემიის გამო შექმნილმა რეალობამ უბიძგა. ყველა ფილმი კორონავირუსის თემატიკაზეა.

საერთაშორისო ინტერნეტ-კინოფესტივალზე ფილმები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან წარმოადგინეს. ჟიურიმ, რომელიც ქართველი და უცხოელი რეჟისორებისგან შედგებოდა, 81 ნამუშევრიდან საფინალო ტურში 14 ფილმი შეარჩია.

დაჯილდოების ცერემონია ივნისის ბოლოს გაიმართება.