მოძრაობის დროებითი სქემა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე
რუსთაველის გამზირზე ახალი სატრანსპორტო სქემები მოქმედებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაწესდა მოძრაობის განახლებული რეჟიმი, რაც მძღოლებს პარალელურ ქუჩებზე მოხვედრას შედარებით გაუმარტივებს. გამზირის მიმდებარე რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილების სქემები შეიცვალა. ცენტრალური გამზირის რეაბილიტაციის პროექტი გზის საფარის შეცვლასთან ერთად მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის და სანიაღვრე ქსელების მთლიანად შეცვლას ითვალისწინებს. სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. რეაბილიტაციის გამო დედაქალაქში საცობების პრობლემა გამწვავდა, რაც სასწავლო სეზონის დაწყებასთან ერთად, კიდევ უფრო დიდ გამოწვევად იქცევა.