მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია შსს-თან

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს. სამოქალაქო აქტივისტები საქართველოში აფხაზეთიდან კონტრაბანდული გზით შემოტანილი თამბაქოს გაყიდვას აპროტესტებდნენ.

ადგილზე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. „შეცვალეს“ წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესასვლელთან სიგარეტის კოლოფის მაკეტების დადება სურდათ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები შინაგან საქმეთა მინისტრს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.