მოძრაობა „ხალხის ძალის“ ახალი წევრები

„ქართული ოცნებიდან“ წასულ ჯგუფს ახალი წევრები შეუერთდნენ.

გაფართოების მესამე ტალღა ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა – „ხალხის ძალის“ რიგებში სხვადასხვა რეგიონიდან 200-მდე ადამიანი გაერთიანდა. მათ შორის საკრებულოს დეპუტატებიც არიან, რომლებიც მმართველ პარტიას ტოვებენ. ახალი წევრები, ისევე როგორც მოძრაობის ლიდერები, მათ მთავარ მიზნად საქართველოსთვის ომის საფრთხის თავიდან აცილებას და ამ მიზნით პოლიტიკურ კულუარებში მიმდინარე მოვლენებზე სიმართლის თქმას აცხადებენ. „ქართული ოცნებიდან“ წასულები არ უარყოფენ, რომ მალე მოძრაობა შესაძლოა პარტიად გარდაიქმნას.

მანანა დევაძე არკვევდა, მოსალოდნელია თუ არა კოალიციის სახით ყოფილი თანაგუნდელების პოლიტიკური გზების ხელახლა გადაკვეთა.