მოძრაობა „გაბედემ“ დღეს ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი.
მოძრაობის წევრების განცხადებით, ისინი ეცდებიან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, ყველა ორგანიზაციას, არადემოკრატიული ქმედების შესახებ აცნობონ და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმუშაონ. მათი პრიორიტეტი, ახალგაზრდული ძალაა და როგორც ამბობენ, მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს ახალგაზრდების პოლიტიკურ აქტიურობას.