მოძრაობა „გაბედეს“ აქცია-პერფორმანსი

15:16, 20.06.2020

მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა მთავრობის სახლის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქტივისტების ნაწილი ადგილზე სპეციალურ ფორმაში ჩაცმული მოვიდა და ტერიტორიას სიმბოლურად დეზინფექცია ჩაუტარა.

„გაბედეს“ წევრების განცხადებით, პერფორმანსის იდეა სამთავრობო სტრუქტურების იმ ადგილების შეწამვლაა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისადმი ერთგულებით გამოირჩევიან.  „გაბედეს“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც მოაწყვეს.

მსგავსი