მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ განცხადებას ავრცელებს

,,სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია” ,,ქართულ ოცნებას” მათ წინააღმდეგ ე.წ. ფეიკ-ნიუსების გავრცელებაში ადანაშაულებს. მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ხელისუფლება მათ ყალბი ინფორმაციის საშუალებით ებრძვის და ამის ერთ-ერთ მიზეზს ბოლო პერიოდში ,,ქართული ოცნების” მიერ საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით ჩატარებული შიდა კვლევა წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც,  გაერთიანების კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. მოძრაობაში ასევე აცხადებენ, რომ გავრცელებული ცნობა მათი დაშლის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება და მოძრაობა როგორც პოლიტიკური და საარჩევნო კოალიცია საპრეზიდენტოსთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასაც ერთანი გუნდით აპირებს. მოძრაობის წევრების განცხადებით, თანამშრომლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც მიმდინარეობს.