ვაკის პარკთან მოდის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი მსვლელობით გადაინაცვლებენ პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებასთან. მათი ძირითადი მოთხოვნებია – გათავისუფლდნენ პატიმრები, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ასევე მათი მოთხოვნაა, რომ ძალის გადამეტების ყოველი შემთხვევა საპროტესტო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სასწრაფოდ იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ.