„მოდის დიზაინის პროგრამა“ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

18:28, 10.10.2024

ქალმა მსჯავრდებულებმა თავიანთი შექმნილი სამოსის ჩვენება გამართეს. მათ ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად წარუდგინეს. სამოსისა და სამკაულების დამზადება პატიმრებმა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში „მოდის დიზაინის პროგრამის“ ფარგლებში შეისწავლეს, რომელიც „ბი-დი-სი აკადემიამ“ და ორგანიზაცია „ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“ უსასყიდლოდ განახორციელა.

მსგავსი