„მოდელირებული პარლამენტი 2019“

ზუგდიდმა პროექტს „ევროპარლამენტის მოდელირება 2019“ უმასპინძლა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურ, მოტივირებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს აერთიანებს და აძლევს მათ შანსს გაიღრმავონ ლიდერული უნარ-ჩვევები, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარები, დაეუფლონ აუდიტორიასთან ურთიერთობის, საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას. ასევე, გაეცნონ ევროპარლამენტის მუშაობის სტრუქტურას და იმსჯელონ ევროპარლამენტში დღესდღეობით განხილვად აქტუალურ და საინტერესო თემებზე.

პროექტის ორგანიზატორი ევროპის აკადემიური ცენტრია, ხოლო მხარდამჭერები არიან სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერია.