„მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე გარდაიცვალა
მოამბისთვის ძალიან რთულია მუშაობა 24 აგვისტოს შემდეგ. ჩვენ დავკარგეთ არა მხოლოდ საუკეთესო მეგობარი, დავკარგეთ ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმით გამორჩეული სახე.
გიორგი კობერიძე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა. შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი და სიყვარული, რაც გიორგიმ დაგვიტოვა არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ ქართულ მედიას. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გიორგის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და კოლეგებს.