„მოამბე“ კონფლიქტის ზონიდან 

„მოამბის“ კადრები სამხრეთ კავკასიის ცხელი წერტილიდან.

განჯა, მინგეჩაური, ტერტერი – ეს ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე აზერბაიჯანის ის ქალაქებია, სადაც ჩვენი გადამღები ჯგუფი სამი დღის განმავლობაში მუშაობდა. საარტილერიო თავდასხმების შედეგად დაბომბილია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, შენობები, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. განსაკუთრებით მძიმე სურათია ტერტერში, რომელიც საომარი მოქმედებების ეპიცენტრთან ყველაზე ახლოსაა. დასახლებული ქალაქებიდან ადგილობრივთა ნაწილი გახიზნულია, ნაწილი სარდაფებს აფარებს თავს.

ლევან ახალაია და გიორგი ქასრაშვილი კონფლიქტის ზონიდან.

დატოვე კომენტარი