„მოამბე“ 9 საათზე, 13 ივნისი, 2018 #LIVE

09:00, 13.06.2018
  • დებატები საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა – ერთხმად დაფიქსირდა ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ;
  • საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში;
  • გაერო-ში საქართველოს ინიცირებული რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა ერთით, მოწინააღმდეგეთა კი ორით გაიზარდა;
  • 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან სამი წელი გავიდა – 2015 წლის 13 ივნისის ღამეს, ძლიერი წვიმისა და ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ადიდებულმა მდინარე ვერემ სვანიძის ქუჩა, ზოოპარკისა და მზიურის მიმდებარე ტერიტორია და ვერეს ხეობაში გამავალი ახალი გზის მონაკვეთი დატბორა.

მსგავსი