ორშაბათიდან დაკეტილი იქნება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები და ამ რეგულაციის დამრღვევი 2 000 ლარით დაჯარიმდება, ორშაბათიდან არ იმუშავებს არც მუნიციპალური ტრანსპორტი;
კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრი ინდოეთია, სადაც ურთულესი ეპიდვითარებაა – ჟანგბადის აპარატების დეფიციტი და გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი;
საარჩევნო ცვლილებებზე მომზადებული კანონპროექტი და ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები;
გაფიცვის მეხუთე დღე რუსთავის აზოტში. შეთანხმება ისევ მიუღწეველია – მთავარი მოთხოვნა უცვლელია, ხელფასების მატება;
ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე საზოგადოებამ დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილა.