#მოამბე 21 საათზე, 4 ნოემბერი, 2024 #LIVE

21:00, 04.11.2024
  • პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის გეგმაზე საუბრობს, მტკიცებულებების გარეშე წარმოდგენილ ბრალდებებს პასუხობს და საერთაშორისო სტანდარტებზე მიუთითებს – შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თაღლითობას მიმართავს, რაზეც ადრესატი კომენტარს არ აკეთებს
  • საზოგადოების დაყოფა, ბულინგი და კამპანიის მთავარი აქტორები – ზეწოლა და აგრესიული რიტორიკა სოციალურ ქსელებში, ჟურნალისტების დევნა, შეურაცხმყოფელი ეპითეტები განსხვავებული აზრის მქონე ამომრჩევლის მისამართით და ელჩებზე შეტევის კამპანია პრეზიდენტის განცხადების შემდეგ
  • ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება დიასპორის ხმებით შეძლო, რის გამოც „სოციალისტურ პარტიაში“ ოპონენტს დიასპორის პრეზიდენტი უწოდეს – არჩევნების შედეგები მოლდოვაში, მხარეთა პოზიციები და განცხადებები
  • დღეიდან, გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია – იმუნიზაცია ოთხკომპონენტიანი პრეპარატით, შერჩეული სამედიცინო დაწესებულებები და მედიკოსთა რჩევა მოქალაქეებს

მოამბე

მსგავსი