#მოამბე 21 საათზე, 4 მარტი, 2022 #LIVE
- უკრაინაში მდებარე ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური რუსეთის იერიშების სამიზნე გახდა – ქვეყნის რამდენიმე ქალაქი საომარი მოქმედებების ეპიცენტრშია
- საქართველოში წარმოდგენილმა დიპლომატებმა უკრაინის შესახებ იმსჯელეს – აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინისადმი მხარდამჭერ განცხადებებში მკაფიო იყო და რუსეთის აგრესიის დასაგმობად ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენა
- ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ წევრობის კანდიდატობაზე საქართველოს განაცხადი ჩაიბარა – ოფიციალური თბილისის მოლოდინი და სტატუსის მიღების პროცედურები
- მმართველი გუნდი პრეზიდენტს ყოველწლიური მიმართვისთვის საპარლამენტო ტრიბუნას 15 მარტს სთავაზობს – მხარეთა პოზიციები