„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება / მთავრობის დამტკიცება LIVE
• მმართველი გუნდი ბრიუსელის გადაწყვეტილებების საპასუხოდ, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ხსნის და გაერთიანებისგან ფინანსურ დახმარებაზეც უარს ამბობს – „ქართული ოცნების“ რეზონანსული გადაწყვეტილება. პრეზიდენტის მიერ ჩანიშნული საგანგებო შეხვედრა ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებთან და დაანონსებული აქცია
• საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა – განახლებული მინისტრთა კაბინეტი, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, „ქართული ოცნების“ პრიორიტეტები, მინისტრთა გზავნილები და შეფასებები
• „ლელო“ მანდატების დატოვებას დეკლარირებს, თუმცა პარლამენტში სამართლებრივად გაუმართავი დოკუმენტაცია შეაქვს – უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პროცედურული ხარვეზებით უკან დასახევ გზას იტოვებს. ახალი ტაქტიკა და პოლიტიკური ფანდები, სტრატეგიების არსენალი მანდატების შესანარჩუნებლად და ბზარი ოპოზიციაში
• ფრანგი ფერმერების განახლებული საპროტესტო აქციები – საკუთარი მთავრობისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო ფერმერთა პროტესტი, დემონსტრანტთა მოთხოვნები და ხელისუფლების პოზიცია.
მოამბე