#მოამბე 21 საათზე, 19 სექტემბერი, 2020 #LIVE

🔴 დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტით გადაღებული ფოტომასალა მიაწოდა, მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე 3 საათზე მეტია იკითხება;
🔴 მიმდინარე კვირა საქართველოსთვის კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმეა გამოდგა – ბოლო 6 დღეში ქვეყანაში კორონავირუსის 1079 შემთხვევა გამოვლინდა;
🔴 ახალქალაქში, სადაც 200 წელი რუსული სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, ნატო-ს სტანდარტების, თანამედროვე საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა;
🔴 მეგაშოუ, რომელმაც ყველა სეზონზე ტელეეკრანებთან მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა შეკრიბა, ახალ სეზონს იწყებს – „მასტერშფის“ საუკეთესო 12-ეულს საქართველოს პირველი არხის მაყურებელი ხვალიდან გაიცნობს.

მოამბე