#მოამბე 21 საათზე, 19 ნოემბერი, 2024 #LIVE

21:00, 19.11.2024

• გაფრთხილების შემდეგ პოლიციამ აქციის მონაწილეებს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინა და კარვები დაშალა – წინააღმდეგობა პოლიციის მიმართ, აგრესია, ქვების სროლა და დაკავებული პირები; მოქალაქეებისა და ჟურნალისტების ბულინგი მელიქიშვილზე გადანაცვლებული აქციის მონაწილეების მხრიდან, მოწოდებები სხვადასხვა ლოკაციის პიკეტირებისკენ და დედაქალაქის ქუჩებში განვითარებული მოვლენები

• სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს – პრეზიდენტი ინსტიტუციის მიმართ უნდობლობასა და მოსამართლეების სინდისის გამოცდაზე საუბრობს; მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სარჩელით ახალი პარლამენტის პირველი სხდომის შეფერხების მცდელობას აბსურდულს უწოდებს

• უკრაინული მედია რუსეთის ტერიტორიაზე „ატაკამსის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით დარტყმასა და სამიზნის წარმატებით განადგურებაზე წერს – ვლადიმერ პუტინის განახლებული ბირთვული დოქტრინა, კრემლის მუქარა დასავლეთს და მასშტაბური რისკების საფრთხე

საქართველო-ჩეხეთის შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია პირველ არხზე – ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ქალაქ ოლომოუცში და გადამწყვეტი მატჩი A ლიგის საგზურის მოსაპოვებლად; გუნდების შემადგენლობა, შანსები და მოლოდინი; „მოამბე“ ჩეხეთიდან

მოამბე

მსგავსი