#მოამბე 18 საათზე, პირველი თებერვალი, 2020 #LIVE
• ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, კლინიკიდან რამდენიმე წუთის წინ გაწერეს;
• სპეციალური თვითმფრინავი, რომელსაც საქართველოს სამი, ასევე ქალაქ უხანიდან ევაკუირებული თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები გადაჰყავს, რამდენიმე საათში თურქეთში, სამხედრო ბაზაზე დაეშვება;
• ვირუსის პრევენციისთვის შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება სასაზღვრო პუნქტებში – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში, მგზავრების შემოწმება და მონიტორინგი საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს.