„მოამბე“ 18 საათზე, 28 ივნისი, 2019 #LIVE
• თბილისში 20 და 21 ივნისს განვითარებული მოვლენები განცხადებების მთავარი თემა იყო მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც დღეს აქციის დაშლიდან პირველად შეიკრიბა მინისტრთა კაბინეტი;
• საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციით, 21 ივნისის ღამეს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ლეგიტიმურობის მიმართულებით კითხვის ნიშნები არ არსებობს;
• პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება;
• საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.